16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარის არჩევას "ქართული ოცნება" ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს - შეთანხმდებიან თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო კანდიდატზე

მმართველი გუნდი ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, რომელსაც 100 ხმა სჭირდება, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. "ქართულ ოცნებას" ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ 84 მანდატი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს 100 დეპუტატზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ის თანამდებობას მხოლოდ 6 თვის ვადით დაიკავებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეთანხმებით აირჩევს.

"შეძლებს თუ ვერ შეძლებს, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა მე იმედი მაქვს და სურვილიც, რომ მოვახერხებთ ცესკოს თავმჯდომარის არჩევას. რეალურად არის სააამისოდ საქმე, განწყობაც არსებობს, შევძლებთ შეთანხმებას, ვინ შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას კანდიდატურის, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი,"-განაცხადა "დღის კურიერში" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები