16 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"რუსთავის აზოტის" თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე დღეს საწარმოში შეხვედრა გაიმართა

”რუსთავის აზოტის” თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს დღეს საწარმოში გამართულ შეხვედრაზე. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ადგილობრივი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა სააქციო საზოგადოება ”აზოტის” სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან 2000 ადამიანი მუშაობს და 99.8 პროცენტი არიან ადგილობრივი რუსთაველები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გულთან ახლოს მიაქვს მათი ყოველდღიური პრობლემები. დღევანდელი ვიზიტის მიზანი იყო, რომ გასცნობოდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა საამქროში" - განაცხადა "რუსთავის აზოტის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რუსთავი-გარდაბანის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რომელმაც ისაუბრა აზოტის საწარმოების სრულ რეკონსტრუქციასა და რუსთაველი ხალხის ღირსეულ დასაქმებაზე.

დღის ამბები