რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ავრცელებს.
ბორელი წერს რომ ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებისთვის. მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობა საქართველოში კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეუძლია ევროპულ გაერთიანებას მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისთვის.