16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
რა კრიტერიუმებით მოხდა ცესკოს თავმჯდომარის შემრჩევი კომისიის დაკომპლექტება - ოპოზიცია და NGO-ები გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ

კომისიის შემადგენლობა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარე უნდა შეარჩიოს, ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორის ნაწილში კითხვებს აჩენს.

რა კრიტერიუმებით მოხდა კომისიის წევრების შერჩევა უცნობია, თავად კომისიის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელი დირექტორისთვის. გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. გიორგი კლდიაშვილს მოლოდინი აქვს რომ კონკურსზე განაცხადების შეტანა ორშაბათ-სამშაბათს უფრო გააქტიურდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნიკა სიმონიშვილს პრობლემურად ეჩვენება ვადა- 2 დღე, რომელშიც კომისიის წევრებმა განაცხადებზე მსჯელობა და გადაწყვეტილება მოუწევთ.

ოპოზიციის კრიტიკა კომისიის იმ წევრებისკენაა მიმართული, რომელთაც ამ დრომდე არჩევნებთან შეხება არ ჰქონიათ.

ქართული ოცნების წევრი გიორგი ამილახვარისთვის გაუგებარია, რატომ არის მიმართული კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ, როდესაც საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების პრეროგატივა პრეზიდენტს ეკუთვნის.

დღეს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მეორე დღეა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის მსურველებს განცხადებების შეტანა სამშაბათამდე შეუძლიათ. აპლიკანტებიდან თავმჯდომარეს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების 5 და აკადემიური წრეების 6 წარმომადგენელია. კომისიის შემადგენლობაში შედიან:

გიორგი კლდიაშვილი - ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სიმონიშვილი - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
თათია ქინქლაძე - ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი;
ლევან ნატროშვილი - ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
არნოლდ სტეფანიანი - ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
ზვიად გაბისონია - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
მარინე ჩიტაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
სოფიო მიდელაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი იაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
რევაზ კლდიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
შალვა ქურდაძე - ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

დღის ამბები