19 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
ჩაიძირა გემი, რომლითაც მიგრანტები იტალიაში ჩასვლას ცდილობდნენ - დაიღუპა 43 ადამიანი

ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალი მიგრანტებით სავსე გემი ტუნისის ნაპირებთან ჩაიძირა. დაიღუპა 43 ადამიანი.

მაშველებმა 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. გემზე ეგვიპტის, სუდანის, ერითრეისა და ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ოფიციალური იტალიის ინფორმაციით, მიგრანტების ქვეყანაში შესვლის შემთხვევები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა.

დღის ამბები