16 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას - ირაკლი ქადაგიშვილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აგრესიული ძალები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიაში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ყველა მხარეს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს:

"ზედმიწევნით აკურატულად, ზედმიწევნით ყურადღებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ყველა აქტორის მხრიდან, ვინაიდან ყველა ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა და არ დავუშვათ არავითარი კონფლიქტი და გამოხატვის ის ფორმები, რომლებიც სცილდება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თავის შეკავება უნდა მოხდეს ისეთი აქციებისგან, რომლის ვნებათაღელვას გამოიწვევს:

"თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას, და ეს ყველასთვის ცნობილი იყო რომ გამოიწვევდა ვნებათაღელვას და ამას ვუყურებთ რუსთაველზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო და ყველა ის ორგანო მათ შორის შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს რაიმე ექსცესი," - განცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები