16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფები გაეროს ოფისთანაც მივიდნენ

ძალადობრივი ჯგუფები მრგვალ ბაღთან, გაეროს ოფისის მიმდებარედაც არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ჯერჯერობით უცნობია, რას ემსახურება ჰომოფობიური ჯგუფების ნაწილის ლოკაციის ცვლილება.

შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას" ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძმ ეპასუხისმგებლობა  - ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას. 

დღის ამბები