მმართველი პარტიის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობა თავისუფალ სიტყვაზე და აზრის გამოხატვაზე ძალადობას ნიშნავს და განსაკუთებით მიუღებელია. აღნიშნული განცხადებით, რატი იონათამიშვილი დღეს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, სადაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს:
"ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი, განსაკუთრებით თუ ეს ძალადობა ხდება ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ, რომ ეს პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობა ჟურნალისტებზე ნიშნავს ძალადობას თავისუფალ სიტყვაზე და აზრის გამოხატვაზე, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს პოზიციები, ეს არ არის მეთოდი, რომელსაც შეიძლება ოდნავ მაინც ჰქონდეს გამართლება. ჩვენ აქ უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მეორე მხრივ, არეულობა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის არის რუსეთისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და იცის კარგად,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.