16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
დღეს სამართალდამცავი სისტემა ჩაფლავდა, ყველაზე გალახული ხელისუფლება გამოდის, ეკლესიამ აჩვენეს ვინ არის ბოსი - იაგო ხვიჩია

ოპოზიციის ნაწილი საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს. პოლიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლების განცხადებები ძალადობის წახალისებაა. დეპუტატები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაამყარონ წესრიგი და უზრუნველყონ მოქალაქეების უსაფრთხოება.

ოპოზიცია აკრიტიკებს საპატრიარქოსაც, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

"დღეს ყველანი ვხედავთ, რომ სამართალდამცავი სისტემა ჩაფლავდა, შესაბამისად ადამიანები არიან დაუცველი ბრბოს, თან სპეციფიკური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში და შესაბამისად მივიღეთ უპრეცენდენტო შემთხვევა, საერთოდ სულ სხვა ხალხი, რომელიც კავშირში არ არის პრაიდთან არიან დაშავებულები და არავინ იცის მიზეზი. ყველაზე გალახული ამ სიტუაციიდან გამოდის ხელისუფლება, რეალურად ეკლესიამ რაც გააკეთა, იყო ის, საზოგადოებას აჩვენეს ვინ არის ბოსი და ამის მტკიცების პროცესს ვხედავთ ამ წუთას,"- პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღის ამბები