ხვალ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადა იწურება. საჭირო დოკუმენტების გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ, დღის ბოლომდეა შესაძლებელი.
"ეს პროცესი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ისეთი კანდიდატები შევარჩიოთ, ვინც საკუთარი რეპუტაციით მოახდენს ამ პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას,"- აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი განაცხადია შესული. IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კანდიდატი, როგორ უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის მისაღები იყოს.
"საკმაოდ მაღალია იმ ხმების რაოდენობა, რომელიც ამ პოზიციებზე წარდგენილმა კანდიდატმა უნდა მიიღოს. საჭიროა, რომ როგორ უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის მისაღები იყოს მისი კანდიდატურა. მას საზოგადოებაში მაღალი ნდობა სჭირდება," - აღნიშნავს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.