პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა ბანდების ხელში იყო. თაკო ჩარკვიანი აქციების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით უნდა გაიმართოს. როგორც ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე ამბობს, აქციების ინიციატორი თავად არის.
"არ ვთვლი, რომ დღეს ოპოზიციას ხალხი უნდა გამოეყვანა გარეთ. იმიტომ რომ ხელისუფლების, კერძოდ ღარიბაშვილის განცხადება რომ მოვისმინე, აბსოლუტურად მივხვდი, რომ ხელისუფლება მზად იყო იმისთვის, რომ დღეს სისხლი დაეღვარა. ანუ, ის ესკალაციას ახდენდა სამოქალაქო დაპირისპირებისას. დღეს საქართველოს სათავეში არის არამზადათა ბანდა, დღეს იყო ბანდის წარმომადგენლის განცხადება ღარიბაშვილის, ამას უნდა მიხედვა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე.
დღეს საათების განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობა იყო ბანდების ხელში და ამას ვერ აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება.
ახლა, საქართველოს დეპუტაცია უნდა შეუერთდეს და გააცოცხლოს ქუჩა და ვიზრუნოთ ცოცხალი მოძრავი ქუჩისთვის, რომელიც მოითხოვს ღარიბაშვილის და მისი ბანდის გადადგომას. ამის ვალდებულება გვაქვს, სახელმწიფოს ვკარგავთ,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.