16 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რუსთაველზე რკინის ჯებირები მიიტანეს - პარლამენტის ეზოში მობილიზებულია პოლიცია

პარლამენტის წინ დღეს 20:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია უნდა გაიმართოს. პარალელურად  საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში უკვე მობილიზებულია პოლიცია, შეყვანილია ორი სამაშველო და რამდენიმე საპატრულო ავტომანქანა. 

ადგილზე უკვე მიიტანეს რკინის ჯებირები, როგორც ცნობილია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის პარალელურად კონტრაქციის გამართვას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზებულია პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს სიტყვის და გამოხატვის უფლება თითოეული მოქალაქის და ასევე არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება ან ძალადობა.

დღის ამბები