16 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ნაცემი ჟურნალისტები და დარბეული ოფისები - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებენ

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას იმ მოძალადეების დასჯაზე მიუთითებენ, რომლებმაც გუშინ თბილისში მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს და დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" ოფისები.

საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების უფლებები, ასევე დაადანაშაულონ ძალადობაში მონაწილე პირები - ასე გამოეხმაურა გუშინდელ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის შეფასებისას ერთსულოვანი იყვნენ, გაერო, ევროსაბჭო და ეუთოც, სამივე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოს მთავრობისგან სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას რომლის დროსაც 55 მედიის წარმომადგენელი დაშავდა, ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ მოქალაქეების დაცვა ვერ უზრუნველყო.

დღის ამბები