ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.
ევროკომისარს, ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ ღარიბაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ვარჰეი უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. აღსანიშნავია, რომ ეს ოლივერ ვარჰეის პირველი მისიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.