16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პარტიული კუთვნილება უნდა გამოირიცხოს - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობისთვის განაცხადების მიღება ვადა ამოწურულია. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანდიდატებთან კითხვები მათ კეთილსინდისიერებას და სანდოობას შეეხება.

"ზოგ კანდიდატთან მიმართებით, რა თქმა უნდა, გაჩნდება კითხვები მათ მიუკერძოებლობასთან, მაღალ სანდოობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი კანდიდატი ჩვენთვის წინასწარ არის ცნობილი, ზოგიერთი კანდიდატი ახლა ვნახეთ პირველად. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის შეკითხვები გვექნება," - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი და კომისიის თავმჯდომარე გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს

"არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უახლოეს წარსულში ჰქონდა პარტიული კუთვნილება, ამიტომ, ცხადია, ჩვენ ამ საკითხს დავსვამთ, იმიტომ რომ ეს კანდიდატები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, თვითონ პოზიცია ამას ითვალისწინებს. ისინი უნდა იყვნენ მიუკერძოებლები თავიანთ საქმეში და პარტიული კუთვნილება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გამოირიცხოს," - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

დღის ამბები