16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა - ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, რუსთაველზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს გამოეხმაურა.

"არანაირი ფაქტი ვანდალიზმის და ძალადობის არ იქნება არაფრის საწყისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს, რომ ძალადობა არ შობს არაფერს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ბატონ პრემიერთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და მისგან გავიგე, რომ სრული ძალით მოხდება დასჯა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები სრული მასშტაბით და ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ ძალადობაში, სამართლის წინაშე წარსდგება მთელი ძალით.

რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი," - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები