16 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოსმენა გრძელდება - დეპუტატების წინაშე დღეს ქეთევან მესხიშვილი და რევაზ ნადარაია წარსდგებიან

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. იურიდიული კომიტეტის წინაშე დღეს ქეთევან მესხიშვილი და რევაზ ნადარაია წარსდგებიან.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მმართველი გუნდი გასაუბრების ბოლომდე მიყვანას აპირებს და ამტკიცებს, რომ ამას ითვალისწინებს მიშელის დოკუმენტი. ოპოზიცია ამ პროცესთან მიმართებაში კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.

 

დღის ამბები