16 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. კომისიის წევრები შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტს გადაუგზავნიან.

სალომე ზურაბიშვილმა კი 3 დღის ვადაში კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა დეპუტატების 100 ხმა ვერ მიიღო, სამი მცდელობის შემდეგ, ის თანამდებობაზე უბრალო უმრავლესობით 6 თვით დაინიშნება.

"დავასრულეთ გასაუბრების პროცესი ყველა კანდიდატთან, როგორ ცესკოს თავმჯდომარეობის, ასევე წევრობის. საკმაოდ გრძელი და რთული პროცესი იყო. სათათბირო შევიკრიბებით, მოვილაპარაკებთ ყველა დეტალზე, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ კანდიდატები ვერ წარვადგინოთ,"- აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი.

"შესაძლებელია ზოგიერთ კანდიდატთან კონსესუსი იყოს, შეიძლება ყველა კანდიდატთან იყოს კონსესუსი, შესაძლებელია ვერც მოხდეს შეთანხმება და ხმათა უმრავლესობით გადაწყდეს. ალბათობა იმისა, რომ კანდიდატები ვერ შეირჩნენ, ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. 

დღის ამბები