16 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შს მინისტრის პარლამენტში დაბარებაზე იმსჯელეს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრეს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ვახტანგ გომელაურთან კითხვები 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების შესახებ აქვთ. "ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღნიშნულ თემაზე ვრცელი განმარტება გააკეთა ვახტანგ გომელაურს მიეცემა შესაძლებლობა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს.

სხდომის ძირითადი განხილვის თემა თვითმმართველობის არჩევნებზე " ქართული ოცნების" კანდიდატების საკითხი იყო. მათი თქმით, მმართველ გუნდს უკვე შერჩეული ყავს მერობის კანდიდატები და მათი წარდგენა უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები