16 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მოსამართლეების შერჩევის პროცესი და 5-6 ივლისის მოვლენები - ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო 

ხმაური იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დეპუტატები, ერთმანეთს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე საუბრისას დაუპირისპირდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას, შარლ მიშელის დოკუმენტზე ნაკისრი ვალდებულებები შეახსენა და მიუთითა, რომ ეს დოკუმენტის მთავარი პუნქტის უხეში დარღვევაა. მმართველი გუნდი კი, ბრალდებებს არ იღებს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უთანხმოებაა 5-6 ივლისის მოვლენებზე, კითხვებზე საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებაა.

მმართველი გუნდი წინააღმდეგი არ არის, თუმცა დეპუტატები კონკრეტულ თარიღზე ვერ თანხმდებიან.

ამბობს, რომ ვადები რეგლამენტით არის გათვალისწინებული და იმაზე ადრე ვადით ვერ მოვიწვევთ, ვიდრე ეს განსაზღვრულია. 

 

დღის ამბები