16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტი სხვა წევრებთან.

დღეს ასევე გაიმართება წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების ცერემონიალი. ასევე თბილისში გაიხსნება მაჰათმა განდის ძეგლი, რომელიც ინდოეთის განმანთავისუფლების ლიდერის 150 წლის იუბილეს ეძღვნება.  

"წლების განმავლობაში იყო ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები საქართველოს დაბრუნებოდა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა და მე ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენ მომსწრე ვართ ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის,“ - აცხადებს დავით ზალკალიანი. 

დღის ამბები