16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ეუთო/ოდირის დასკვნას ოპოზიციონერი ლიდერები აფასებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკა მოსალოდნელი იყო

ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის მიმდინარე პროცესს არასრულყოფილად აფასებს.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა არჩევაში გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლოს დამოუკიდებლობა.

დასკვნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. 

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა მოსალოდნელი იყო. 

"ასეთი კრიტიკული დასკვნა მოსალოდნელი იყო, წინა დასკვნებიც ასეთი იყო და მითითებები "ქართულმა ოცნებამ" უგულებელყო,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები