პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ოჯახს უსამძიმრებს.
"უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, "ტვ პირველის" კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია," - წერს ღარიბაშვილი.