"ქართული ოცნების" ოფისთან ხმაურია. ენმ-ის ხელმძღვანელი ნიკა მელია ცდილობს შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
"ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ადგილზე ოპოზიციის სხვა წევრებიც იმყოფებიან. ასევე არიან აქტივისტები.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ადგილზე წითელი საღებავი მიიტანეს, რითაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.