"ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან აქტივისტი ლაშა ხუსკივაძე და ენმ-ის წევრი გიორგი კაპანაძე. მათი დაკავება წითელი საღებავებით წარწერების გაკეთებას უკავშირდება.
აქციის სხვა მონაწილეები, მათ შორის - პოლიტიკური ლიდერები ცდილობდნენ, არ მიეცათ პოლიციისთვის აქტივისტების დაკავება, თუმცა სამართალდამცველებმა რამდენიმე პირის გაყვანა ტერიტორიიდან მაინც მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ხელმძღვანელი ნიკა მელია ცდილობს შენობაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ადგილზე ოპოზიციის სხვა წევრებიც იმყოფებიან.