"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კალაძე ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.
სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს, რომელიც არსებობს, უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს," - წერს კახა კალაძე.