რუსთაველზე მიმდინარე აქციამ გვიან ღამით მსვლელობით სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლა. მედიის წარმომადგენლები მთავრობას გადადგომისთვის ვადას დღეს 12:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საღამოს 18:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტთან.
მოთხოვნები უცვლელია - 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო გადადგეს ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სუსის ხელმძღვანელი.