16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
საუბრობენ, რომ რა შედეგს დადებს ექსპერტიზა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, აბა რას აქვს მნიშვნელობა, როდესაც საუბარია ადამიანის გარდაცვალებაზე?! - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ექსპერტიზის დასკვნაა და არ იზიარებს ადამიანების ნაწილის სკეპტიციზმს ექსპერტიზასთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, ეს არის ემოციურად მძიმე და ტრაგიკული მოვლენა, ამავე დროს, ჩვენ უნდა შევხედოთ ერთ საკითხს - თქვენთან სტუდიაში საუბარი იყო იმაზეც, რომ რა შედეგს დადებს ექსპერტიზა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა ამას აქვს მნიშვნელობა, აბა სხვას რას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის გარდაცვალებაზე?!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, როდესაც იმართება აქცია და გარდაცვლილი ოპერატორის სახელს სკანდირებენ და მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ არ აინტერესებთ სიკვდილის მიზეზი, ეს დეპუტატისთვის მიუღებელია. 

დღის ამბები