რამდენად მისაღები იყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედრის საექსპერტო ბიუროში გადასვენება ნაჩქარევად, პოლიეთილენის პარკით - ამის შესახებ კითხვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილს "პოსტსკრიპტუმში" დაუსვეს.
"რა თქმა უნდა, ცხედარი უნდა გადატანილიყო სპეციალურ დაწესებულებაში, საექსპერტო ბიუროში, რათა ექსპერტიზა ჩატარებულიყო. თავისთავად, ამ პროცესში რომ ცხედარი გადასვენებული იყოს საექსპერტო ბიუროში და ჩატარდეს სრულყოფილი გამოკვლევა, რომ დადგინდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, აქ არავის უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო მოსაზრება.
ადამიანის პოლიეთილენის პარკით გადასვენება შესაძლებელია, არის ის სტანდარტული პროცედურა, რომლითაც ასვენებენ, არ ვიცი ეგ. მძიმე საყურებელია, საერთოდ, როდესაც ადამიანის გვამს იღებენ და გადაჰყავთ," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.