პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება იგეგმებოდა, სახელმწიფომ კი ეს თავიდან აიცილა.
"იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი, სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ძალების ჩართულობა და ეს იყო მათი მიზანი, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა ხალხისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ. ჩვენ ეს რისკები, რა თქმა უნდა, წინასწარ გვქონდა შეფასებული და ჩვენ ეს არ დავუშვით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.