საქართველოში მიმდინარე პროცესები არ დარჩენილა საერთაშორისო ყურადღების მიღმა. ნატოს მაღალჩინოსანი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს-დემოკრატიის პირობებში, დაცული არიან უმცირესობები, დაცულია მედია და სიტყვის თავისუფლება, ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია და არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან".
ამასთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მომხდარი შემაშფოთებელია მისთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვისაც.
"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და ძალადობრივი თავდასხმების ფონზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა - სრულად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული, - ამ განცხადებას ევროპარლამენტარები აკეთებენ.
ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე წერენ, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას, რაც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში მის წარმატებას ან მარცხს განსაზღვრავს.
დამნაშავეების უმოკლეს ვადაში დასჯაზე წერს, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდიც.
კიდევ ერთი ევრო დეპუტატი - აუსრა მალდეი-კიენე კი ტვიტერის საშუალებით წერს რომ ოპერატორის მკვლელობა არის გაფრთხილება იმის, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ექსტრემიზმთან ფლირტაობენ და ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი მოქალაქეების თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან საგარეო უწყებები ნიდერლანდებიდან და ლატვიიდან- პირველი დიპლომატები გმობენ ძალადობას და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.