შინაგან საქმეთა მინისტრს 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხის გაცემა სესიის ფორმატში მოუწევს.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, სამინისტროსთან კონსულტაცია უკვე მიმდინარეობს და თარიღი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მათივე თქმით, მთავარი კითხვა შეეხება, რამდენად სწორად იყო გამოყენებული საპოლიციო რესურსი.
სესიას დაესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც და როგორც ისინი განმარტავენ, მინისტრს კითხავენ, რატომ იყო მობილიზებული სამართალდამცავების მცირე რაოდენობა და რატომ ვერ შეაჩერეს ძალადობა.