16 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება - შალვა პაპუაშვილი

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” და პარტია "ლელომ" უკვე დაიწყეს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან.

მათი განმარტებით, პროცესის დასაწყებად 50 ოპოზიციონერის ხმაა საჭირო და ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში ისინი ბიუროს სხდომაზე ახალ სამთავრობო სიას და პროგრამას დაარეგისტრირებენ.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა რეალობას მოკლებულია და მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ასევე, "ქართულ ოცნებაში" ეჭვი ეპარებათ, რომ ოპოზიცია 76 ხმას მოაგროვებს, რომელიც მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად პლენარულ სხდომაზეა საჭირო .

პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე უერთდება ოპოზიციურ პარტიებს და ბოიკოტის რეჟიმს უერთდება.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ თუ საკმარისი ხმა არ შეგროვდება, პარტიების ლუსტრაცია მაინც მოხდება ვის უნდა ქვეყნისთვის კარგი მომავალი. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობისგან გამიჯვნა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა იქნება. 

დღის ამბები