პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი "დღის კურიერის" ეთერში ლექსო ლაშქარავას მეგობრებს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამძიმარზე მისვლა თვითონ ვერ მოახერხა.
"ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას მეგობრებს და ოჯახს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე დაკრძალვაზე მისვლა. ეს ჩვენი ყველას ტკივილია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამძიმარზე იყვნენ ჩვენი გუნდიდან, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით,"- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.