16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ოპოზიცია პარლამენტში მთავრობის უნდობლობის პროცედურებს იწყებს - რა პერსპექტივა აქვს ხელისუფლების ოპონენტების მცდელობას

ოპოზიცია მთავრობის უნდობლობის პროცედურებს იწყებს, თუმცა საჭირო 76 ხმა არ აქვს. მანდატები ოპონენტებს "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაუთვალა და ინიციატივას პოპულისტური გეგმის ნაწილიც უწოდა. "ლელოს" წინადადებას უერთდება "ნაციონალური მოძრაობა" და ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი"- სხვებს ნეგატიური პოზიცია აქვთ, ამ მოცემულობით კი უნდობლობის საკითხი რეგისტრაციასაც ვერ გაივლის.

ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელთა ხმებიც უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მნიშვნელოვანია - ამ ბერკეტის გამოყენება არსებული რეალობის გათვალისწინებით არასერიოზულია. ინიციატივის ავტორებს კოლეგა ოპოზიციონერებიდან 3 არა აქვთ.

უნდობლობისთვის საჭირო პროცედურებში ჩართვას ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადების ფონზე გეგმავს. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "შარლ მიშელის რეფორმირების ჯგუფს" დღეს დავით ბაქრაძეც შეუერთდა.

6-თვიან ბოიკოტზე უარის თქმის შემდეგ ისევ ამ რეჟიმში დაბრუნება "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის არათანმიმდევრული მიდგომაა და ამავდროულად 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაც.

საპარლამენტო ბოიკოტიც იმ საკითხებს შორისაა, რაზეც პოზიციები საპარლამენტო ოპოზიციაში განსხვავებულია. ბოიკოტის მსგავსად სხვადასხვა მხარეს რჩებიან პარტიები მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ნაწილშიც.

დღის ამბები