მთავრობის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად ოპოზიციური პარტიების ნაწილი კონსულტაციებზე დღესაც შეიკრიბება, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ისინი საჭირო 76 ხმას ვერ მოაგროვებენ.
არ არის გამორიცხული მათ 50 დეპუტატის შეგროვება და რეგისტრაციის გავლაც კი ვერ შეძლონ. ამის მიზეზი ოპოზიციაში ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობაა.
"ლელოს" ინიციატივას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა" და ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი". განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.