16 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქართველოში შარლ მიშელი ჩამოდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვევა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიდის, მათ შორის 5-6 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 19 თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.
5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც სამწუხაროდ ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები