16 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ვისი წვლილია ოკუპანტის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში - ოპოზიციას და ხელისუფლებას განსხვავებული შეფასებები აქვთ

ზაზა გახელაძის ერთ წლიანი უკანონო პატიმრობის დასრულების შემდეგ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი გამოიყენა.

ოკუპანტის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში, 
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცესის დადებითად დასრულებაში განსაკუთრებული წვლილი საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს პატრიარქს მიუძღვის. ოპოზიცია კი გახელაძის გათავისუფლებას ამჯერადაც ხელისუფლების კრიტიკისთვის იყენებს.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში უმოქმედო იყო და საქართველოს მოქალაქე ე.წ პრეზიდენტის ე.წ შეწყალების ამარა იყო დარჩენილი.

ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა შარშან 11 ივლისს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. არარსებული საზღვრის კვეთისა და რუს ოკუპანტებზე თავდასხმის ბრალდებით მათ 12 წელი ჰქონდა მისჯილი. ის საბოლოოდ ანატოლი ბიბილოვის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღის ამბები