16 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
აქცია შს სამინისტროსთან - ჟურნალისტები 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების ორგანიზატორების და წამხალისებლების დასჯას მოითხოვენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები საგამოძიებო უწყებასთან  რამდენიმე მოთხოვნით შეიკრიბნენ.

მედიის წარმომადგენლები ლექსო ლაშქარავასა და სხვა ჟურნალისტებზე ძალადობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

5 ივლისს აქციაზე მედიის 53 წარმომადგენელზე იძალადეს. პოლიციას კი ამ დრომდე 21 პირი ყავს დაკავებული. მათ შორის მხოლოდ უშუალოდ ძალადობრივი ეპიზოდების მონაწილე პირები არიან და არა ორგანიზატორები.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა ძალადობრივ პროცესში მონაწილე ყველა პირს დაეკისროს.  ჟურნალისტების თქმით, პროცესი გაგრძელდება მანამდე ვიდრე არ დაისჯებიან მოძალადეები და მათი წამხალისებლები.  

აქციის მონაწილეები შსს-ს მოუწოდებენ რომ არა ადამიანის მარგინალიზაციით, არამედ საქმის სწორი კვალიფიკაციით გამოძიებით დაკავდეს.

დღის ამბები