16 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ფაქტობრივად დემარში გამოაცხადეს მთავრობის მიმართ და დაუტავეს გამოსავალი, მიიღონ გადაწყვეტილება გადადგომაზე - ლევან ბეჟშვილი ევროკავშირის დიპლომატების წერილზე 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, თავმოყვარე მთავრობა აუცილებლად გადადგებოდა.

"ეს ნიშნავს დემარშს, სადაც ევროკავშირის მრავალი ქვეყნის წარმომადგენელმა ფაქტობრივად დემარში გამოუცხადა მთავრობის მიმართ და დაუტოვა გამოსავალი, მიიღონ გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე. რეალურად, ასეთი პარტნიორობის პირობებში ასეთ მთავრობასთან ურთიერთობას ვერავინ შეძლებს.

ჩვენი პოზიცია, აქედან გამომდინარეობს, ვინაიდან "ქართული ოცნება" არ არის ის სანდო პარტნიორი, რომლის სიტყვასაც შეიძლება ენდო. გამოიკვეთა, მათ შორის როგორც უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშნვასთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა ცესკოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებთან მიმართებაში. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ არ ღირს ასეთ სუბიექტებთან ურთიერთობა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები