16 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ძალადობა მიუღებელია, მომხდარი საჭიროებს მთავრობის მხრიდან ძლიერ და მკაფიო გზავნილს - დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე

საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა, 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარი, მთავრობის მხრიდან, ძლიერ და მკაფიო გზავნილს საჭიროებს და თუკი ეს არ მოხდება, ეს ერთგვარი წახალისება იქნება შემდგომი ძალადობისთვის.

"ძალადობა მიუღებელია. მომხდარი საჭიროებს მთავრობის მხრიდან ძლიერ და მკაფიო გზავნილს, რომ იქნება შედეგები იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალადობრივი ქმედებები წაახალისა და ვინც ძალადობრივად თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას იყენებდა.

თუ არ იქნება მკაფიო შედეგები და გზავნილები, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს ერთგვარი წახალისება იქნება შემდგომი ძალადობისთვის. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მშვიდი და უსაფრთხო გარემო თავისი მოქალაქეებისთვის," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები