ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, Covid-19 პანდემიის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში მოყვანილია Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. ასევე, პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები.
"ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს თანხა არის 4.1 მილიარდი ლარი. არსებობს პრობლემები, როგორც თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე, ზოგადად თანხების უდიდესი ნაწილი არის გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებული," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი.