საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ შესაძლოა, 5-6 ივლისის მოვლენების უკან გარკვეული შეთქმულება იყოს, რომელიც მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ფაქტია, რომ ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, რაც არც სამართლებრივ და არც მორალურ კოდექსში, არ წერია. მაგრამ, პრემიერმა თქვა, რომ ამის უკან შეიძლება გარკვეული შეთქმულება იყოს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო. მე ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი მთელი ლგბტ პრაიდი იყოს ამაში ჩართული, ან მთელი ის მასა, რომელმაც იძალადა. პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ, თუ ვის აწყობდა ეს ყველაფერი, მაგალითად ევროკავშირის დროშის დახევა. ჩემი აზრით, ეს აწყობდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა და ეს, "ნაციონალური მოძრაობაა,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.