საგარეო საქმეთა სამინისტროში "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. განიხილეს მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობა.
"კომისიის მუშაობაში გათვალისწინებული იქნება არა მარტო სახელმწიფო უწყებების მონაწილეობა, არამედ ყველა იმ აქტორის, რომელიც მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია და მუშაობს კონფლიქტის საკითხებზე. პირველ ეტაპზე, მოიაზრება, რომ უწყებათაშორისი პროცესები წარიმართოს, შემდეგ ეტაპზე კი მოხდება უკვე არასამთავრობო სექტორის ჩართვა, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც თავის მუშაობით რელევანტურები არიან აღნიშნული ამოცანისთვის" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.