საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი ეწვევიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 19 ივლისს ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეუერთდება.
ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
ლიდერთა შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზის" ფარგლებში გაიმართება.