"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი არ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
"შეცდომაა: ჯერ ამბიციური სასამართლო რეფორმა და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.
სწორია: ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება და შემდეგ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. რაც მოხდა კიდეც.
იქ ვიყავი. ვიცი," - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.