შინაგან საქმეთა მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. ოპოზიციის წევრების კითხვებს ვახტანგ გომელაური 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ შს მინისტრს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლას ოპოზიცია ჯერ კიდევ 5 ივლისამდე ითხოვდა, პარლამენტარებს სურდათ მისგან მოესმინათ როგორ აპირებდა "თბილისი პრაიდის" უსაფრთხოების წევრების დაცვას სახელმწიფო.