პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. როგორც პრემიერი აცხადებს, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
"შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.
მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,"- წერს პრემიერი ფეისბუკის პირად გვერდზე.