16 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
"მნიშვნელოვანია, მინისტრისგან მოვისმინოთ რა რისკები იყო გათვლილი 5-6 ივლისს" - რა კითხვები ექნება ვახტანგ გომელაურთან საპარლამენტო უმრავლესობას

პარლამენტში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრს ელოდებიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, ყველა თანხმდება, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესია იყო ყველასთვის მოულოდნელი და მოვლენები სპონტანურად განვითარდა. 

"ამიტომ, მნიშვნელოვანია, მინისტრისგან მოვისმინოთ რა რისკები იყო გათვლილი, რა რისკების გათვლა შეიძლებოდა ობიექტურად და ასევე, მას შემდეგ, რაც ძალადობა დაიწყო, რა რეაგირება ჰქონდა შს სამინისტროს, როგორ მოხდა ძალების მობილიზება, ან ძალადობის ლოკალიზება," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

"შეგვიძლია, 2 ჯგუფად დავყოთ კითხვები და საკითხები, რომელიც იქნება განსახილველი, ეს არის უშუალოდ 5 ივლისის მოვლენების მართვასთან დაკავშირებით, როგორც პრევენციის, ისე მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით და მეორე ჯგუფი საკითხებისა უკვე დაუკავშირდება ამ ვანდალურ სამართალდარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას, როგორ მიდის გამოძიება," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები