19 მაისი 2024,   23:27
ვრცლად
180-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპაში

180-მდე გაიზარდა წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპაში. ასობით ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ ყველაზე მეტად გერმანია დააზარალა. ქვეყნის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.

გერმანიაში ფიქრობენ რომ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიარდი ევრო იქნება.

გერმანიისა და ბელგიის გარდა სტიქიას ებრძვის ნიდერლანდები, სადაც წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები